stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ჩხოროწყუს  მერი  ჯუმბერ იზორია  სოფელ ზუმსა და ლესიჭინეში ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია სოფელ ზუმსა და ლესიჭინეში ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

19 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1590

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4295

დღის ამბები

2578

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

124

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

210

სამართალი

181

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ამბები სამეგრელოდანდღის ამბებისპორტი

ზუგდიდში ლეგენდარული ფეხბურთელის ოთარ გაბელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა [ფოტო]

02.02.2026 / 2 თებერვალი 2026
ზუგდიდში ლეგენდარული ფეხბურთელის ოთარ გაბელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა [ფოტო]

ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელთან, ოთარ გაბელიასთან შეხვედრის საღამო ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. დღესვე მოხდა ოთარ გაბელიას მოღვაწეობისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციაც. ოთარ გაბელიასთან ერთად სცენაზე ქართული ფეხბურთის ვეტერანმა ლეგენდებმა ზუგდიდელ გულშემატკივარს მიმართეს.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერთან დავით კოდუასთან და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტთან გერასიმე შარაშენიძესთან ერთად დაესწრნენ. ღონისძიება სწორედ მიტროპოლიტის ლოცვა კურთხევითა და მხარდაჭერით გაიმართა.

„ბატონი ოთარის ღვაწლი, მისი თაობის ვარსკვლავ ფეხბურთელებთან ერთად ფასდაუდებელია. მადლობა, რომ გვანებივრებდით დაუვიწყარი გამარჯვებებით და ხართ მაგალითი თაობებისთვის!

ბატონო ოთარ, თქვენ, თქვენი ნიჭითა და შრომით მნიშვნელოვანი კვალი დატოვეთ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში - მადლობა ამისთვის! პირადად ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ თქვენ ზუგდიდში დაიბადეთ, გაიზარდეთ - და ამ ქალაქის ღირსეული შვილი ხართ. წარმატებებს და დღეგრძელ სიცოცხლეს გისურვებთ“ - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ.

ოთარ გაბელია ზუგდიდელია, მან კარიერა ზუგდიდის დინამოში დაიწყო. ოთარ გაბელია, დინამო თბილისის მეკარე იყო, როდესაც გუნდი 1981 წელს თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა.

„მიხარია, რომ ზუგდიდში დღესაც ისმის ამ ადამიანების სახელები და გვარები. ქედს ვიხრი მათ წინაშე და მადლობა თითოეულს იმ გამარჯვებებისთვის, რაც ყველას სიხარულით გვავსებს. ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ ბატონი ოთარ გაბელია ჩვენი ქალაქის შვილია. არაერთ ტიტულთან ერთად, მას აქვს კიდევ ერთი განსაკუთრებული ტიტული - ზუგდიდელობა. მას არასდროს ავიწყდება თავისი ქალაქი.

დიდ ლეგენდებთან ერთად, განსაკუთრებული მადლობა ზუგდიდიდან ფეხბურთის თანამედროვე ლეგენდას ხვიჩა კვარაცხელიას. ის მისაბაძი მაგალითია მომავალი თაობისთვის. მან ფეხბურთი ისევ შეაყვარა ახალ თაობას და ეს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების იდეის დიდი გამარჯვებაა“ - აღნიშნა ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ.

ზუგდიდში ლეგენდარული ფეხბურთელის ოთარ გაბელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა [ფოტო] - image 2
ზუგდიდში ლეგენდარული ფეხბურთელის ოთარ გაბელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა [ფოტო] - image 3
ზუგდიდში ლეგენდარული ფეხბურთელის ოთარ გაბელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა [ფოტო] - image 4
ზუგდიდში ლეგენდარული ფეხბურთელის ოთარ გაბელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა [ფოტო] - image 5
ზუგდიდში ლეგენდარული ფეხბურთელის ოთარ გაბელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა [ფოტო] - image 6
ზუგდიდში ლეგენდარული ფეხბურთელის ოთარ გაბელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა [ფოტო] - image 7
Banner 1
წინა პოსტი

ჩხოროწყუს მერი უფასო სასადილოს ბენეფიციარებს შეხვდა

შემდეგი პოსტი

დიანმოს თასების მფლობელთა თასი ზუგდიდში

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში რაულ ჩილაჩავას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ზუგდიდში რაულ ჩილაჩავას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ზუგდიდში გუნდაკარ ფონ ზუტნერის წიგნის „კავკასიის შვილები“-ს პრეზენტაცია გაიმართა

ზუგდიდში გუნდაკარ ფონ ზუტნერის წიგნის „კავკასიის შვილები“-ს პრეზენტაცია გაიმართა

ზუგდიდში წიგნის „1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება ზუგდიდის მაზრაში“ პრეზენტაცია გაიმართა

ზუგდიდში წიგნის „1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება ზუგდიდის მაზრაში“ პრეზენტაცია გაიმართა

დღის ამბები

ჩხოროწყუს მერი ჯუმბერ იზორია სოფელ ზუმსა და ლესიჭინეში ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო

100 წლის გიორგი მებონიას მარტვილის მერმა იუბილე მიულოცა

ნაწულუკუს და ჭიტაწყარის სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

ზუგდიდის ყოფილი მერი, გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკას ტოვებს

წალენჯიხაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს