წალენჯიხის შესასვლელში სტენდი ეწყობა სადაც მუნიციპალიტეტის გერბი განთავსდება

წალენჯიხის შემოსასვლელთან სტენდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სტენდი ტრავერტინის ფილებით მოპირკეთდება და შუა ნაწილში წალენჯიხის გერბი განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ:
„მიმდინარე სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მოადგილეებთან ბესიკ ფარცვანიასთან და გიორგი კვარაცხელიასთან ერთად გაეცნო.
სტენდის მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება“.
მსგავსი სიახლეები

ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯაღირის მოსახლეობა დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას შეხვდა. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრში საბავშვო ბაღების პედაგოგებისა და აღმზრდელებისთვის პრაქტიკულ-თეორიული სემინარი ჩატარდა




