ხობში საერთაშორისო მნიშვნელობის გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთი იგება

ხობის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი (კმ293-კმ298) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გზის პერიოდული შეკეთების ფარგლებში ეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და საგზაო ნიშნები. განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება 3.57 მლნ. ლარს შეადგენს.













