აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეს წალენჯიხის მერი აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრს ესტუმრა

2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის წალენჯიხის ცენტრში დღეს, მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მისი მოადგილეები და შესაბამისი სამსახურის წარმომამდგენლები იმყოფებოდნენ. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაცია- რეაბილიტაციის ცენტრში 30 მოზარდი გადის უფასო თერაპიის კურსებს. სპეც-კურსებს სერტიფიცირებული სპეციალისტები მართავენ.
აღნიშნული ცენტრი სრულად მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ფინანსდება და ყველა საჭირო პირობებია შექმნილი ბენეფიციარებისთვის.





