ანა გომეში – საქართველოში ამომრჩევლებმა არეულობას სტაბილურობა არჩიეს

საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ევროპარლამენტის წევრი ანა გომეში სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
პოლიტიკოსის შეფასებით, დაფიქსირებული ხარვეზების მიუხედავად, ამომრჩეველი საკუთარ არჩევანში თავისუფალი იყო.
„საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები: გამოყენებული მკაცრი რიტორიკის, მმართველი პარტიის მიერ არადემოკრატიული მეთოდების გამოყენების, ოლიგარქი ლიდერის მიერ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მიუხედავად, საარჩევნო კაბინაში ამომრჩევლებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდათ. ზურაბიშვილმა მოიგო, რადგან ამომრჩევლებმა არეულობას სტაბილურობა არჩიეს“, – წერს ანა გომეში.
გომეში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშსაც აფასებს. ევროდეპუტატი ამბობს, რომ მათ დასკვნას ეთანხმება და მეორე ტურში არჩევნების დემოკრატიის ხარისხი შემცირებულია.
მსგავსი სიახლეები

დასავლეთ საქართველოში კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა დასრულდა, მოსახლეობასთან შეხვედრები აღმოსავლეთ საქართველოში გაგრძელდება

საქართველოში პირველი საახალწლო ნაძვის ხე 1900 წელს აფხაზეთში სოხუმში დაიდგა




