ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე : ,,საქართველო იყო, არის და იქნება თავისუფალი"

მადლობა თავისუფლებისთვის - 9 აპრილის ტრაგედიადან 37 წელი გავიდა.
ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საზოგადოების წევრებთან ერთად, 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
„9 აპრილი ჩვენი თავისუფლების სიმბოლოა. დღე, რომელიც გვახსენებს გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას.
ეს თარიღი გვაერთიანებს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თავისუფლების მნიშვნელობას.
ქედს ვიხრით გმირთა ხსოვნის წინაშე. საქართველო იყო, არის და იქნება თავისუფალი,“ - აღნიშნა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.



მსგავსი სიახლეები

ფოთის მერი, ბექა ვაჭარაძე, მონაწილეობს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე გურიის და მშვიდობის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა




