ცნობილი ქორეოგრაფი ღირსების ორდენის კავალერი თამაზ მოსია გარადიცვალა

ღირსებისნორდენის კავალერი, ზუგდიდის საპატიო მოქლაქე, ცნობლილი ქორეოგრაფი თამაზ მოსია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ძმების ჯემალ, ლერი და თამაზ მოსიების მოღვაწეობა წილნაყარია ქართულ კულტურასთან, კერძოდ ქართულ ქორეოგრაფიასთან.
სუხიშვილების ოქროს თაობას , 1959 წლიდან 1970 წლამდე ამშვენებდნენ ძმები მოსიები. ეს იყო ერთადერთი ფაქტი ანსამბლის ისტორიაში, როცა სამი ძმა ერთდროულად მოღვაწეობდა საქართველოს აკადემიურ ანსამბლში.
ანსალმბლთან ერთად, მათ მოვლილი აქვთ მსოფლიოს ხუთივე კონტინენტი. პლანეტის უდიდესი ქალაქების თეატრთა სცენებს ახსოვთ სამი ძმა მოსიების განუმეორებელი ცეცხლოვანი ფანდები („ტრიუკები“) ძმებ მოსიებს შეარქვეს „სცენაზე მფრინავი მოცეკვავეები”.
თამაზ მოსია აგრძელებს მოღვაწეობას საქართველოს საუკეთესო ანსამბლებში. საქართველოს ფილარმონიაში აყალიბებს მოცეკვავეთა ჯგუფს „ცერული“.
1983 წელს თამაზ მოსია ბრუნდება მშობლიურ ქალაქში. 1984 წელს, თამაზ მოსია ინიშნება ზუგდიდის „მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოების“ თავმჯდომარედ და სამხატვრო ხელმძღვანელად.
1990-იან წლებში მუშაობდა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორად, თამაზ მოსია იყო ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის რაინდის წოდების ორდენოსანი, ზუგდიდის საპატიო მოქალაქე. იყო, სამეგრელო-ზემო სვანეთის ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე და ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ჩელას“ სამხატვრო ხელმძღვანელი. მისის ცხოვრების გზა სისხლხორციელად უკავშირდება ქორეოგრაფიულ ხელოვნებას და ანსამბლ „ჩელას.
ზუგდიდში ძმებ მოსიებს ვარსკვლავი გაუხსნეს.





