მარტვილში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ მოადგილე ნანა ბირკაიასთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან ელდარ თოდუასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკო ომში დაღუპულთა მემორიალი და პატივი მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 81 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან, 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან ვერ დაბრუნდა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.





