stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

    სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

27 ივნისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

134

ამბები სამეგრელოდან

1604

ამბები სვანეთიდან

96

არჩევნები

355

ახალი ამბები

4303

დღის ამბები

2590

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

125

ვიდეო ამბები

89

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

321

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

916

რეკლამა

697

საზოგადოება

211

სამართალი

182

სპორტი

237

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ახალი ამბებიდღის ამბები

დღეს კონტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა

15.05.2026 / 15 მაისი 2026
დღეს კონტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს, 15 მაისს, ქართველი მწერლის, კლასიკოსის, კონსტანტინე გამსაურდიას დაბადებიდან 135 წელი სრულდება. ქართველი მწერალი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი კონსტანტინე გამსახურდია 1891 წლის 15 მაისს სოფელ ძველ აბაშაში დაიბადა.

1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში.

1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული "საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის" მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა.

პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909 წ. წერდა კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. XX საუკუნის 10-20-იანი წლების მიჯნაზე რედაქტორობდა პერიოდული გამოცემებს: "პრომეთე", "ლომისი" (გ. ტაბიძესა და ლ. ქიაჩელთან ერთად), "ილიონი", "საქართველოს სამრეკლო", "ქართული სიტყვა", ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ ჯგუფს. გამსახურდიამ ავტორია რომანებისა: "დიონისოს ღიმილი", "მთვარის მოტაცება", "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა", "დავით აღმაშენებელი", "ვაზის ყვავილობა", აგრეთვე ნოველების, ნარკვევებისა და ესეებისა.

ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. ნათარგმნი აქვს _ გოეთეს "ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი", დანტეს "ღვთაებრივი კომედია" (I ნაწილი - "ჯოჯოხეთი" კ. ჭიჭინაძესთან ერთად თარგმნა), რემარკის "დასავლეთის ფრონტი უცვლელია" და სხვა.

1944 წ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1965 წ. ტეტრალოგიისთვის "დავით აღმაშენებელი", მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

გარდაიცვალა 1975 წლის 17 ივლისს. დაკრძალულია თბილისში, კოლხური კოშკის ეზოში.

Banner 1
წინა პოსტი

ავტოავარიის შედეგაფ ფოთში სამი ახალგაზრდა დაშავდა

შემდეგი პოსტი

აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა

დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა

დღეს, სოხუმის დაცემის დღეა!

დღეს, სოხუმის დაცემის დღეა!

დღეს საქართველოში გლოვის დღეა

დღეს საქართველოში გლოვის დღეა

დღის ამბები

სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

სენაკში წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზიანს დავით ვერავა ადგილზე გაეცნო

წყალდიდობა სენაკში I რა ხდება ახლა

ზუგდიდში დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომელთაც 625 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდათ

ხობის მერი დავით ბუკია ნოჯიხევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო