ქალაქ ხობში მერიის ორგანიზებით სკოლების კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

ხობის ცენტრალურ პარკში მარიამ შენგელიას, ბენდ ,,მიქსტურას'’ და DJ “სევენ“-ის მონაწილეობით ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
კონცერტს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილე დავით ბერაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - მამუკა ქარდავა და გივი ლატარია ესწრებოდნენ.
ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის, „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ სკოლის დამთავრებას, წარმატებებს და ბედნიერ მომავალს გისურვებთ!







