ფოთის მერი: „ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ სიმშვიდეს, თავდაჯერებულობასა და იმ წარმატების მიღწევას, რომლისთვისაც თავდაუზოგავად შრომობდნენ“

ფოთის მერი: „ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ სიმშვიდეს, თავდაჯერებულობასა და იმ წარმატების მიღწევას, რომლისთვისაც თავდაუზოგავად შრომობდნენ“
დღეს ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე, განათლების მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ფოთში ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრს ეწვია და ადგილზე გაეცნო საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას.
ქალაქის მერმა აბიტურიენტებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ თითოეული ახალგაზრდის განათლება და განვითარება ქვეყნის მომავლის უმნიშვნელოვანესი საფუძველია.
„ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ სიმშვიდეს, თავდაჯერებულობასა და იმ წარმატების მიღწევას, რომლისთვისაც თავდაუზოგავად შრომობდნენ.
ჩვენი პასუხისმგებლობაა, თითოეულ ახალგაზრდას შევუქმნათ თანაბარი, და ღირსეული გარემო, სადაც შეძლებენ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას. სწორედ თქვენი მონდომება, ცოდნა და წარმატება ქმნის ჩვენი ქვეყნის ძლიერ მომავალს.
მადლობას ვუხდი განათლების მინისტრს გაწეული მხარდაჭერისა და განათლების სფეროს განვითარების საქმეში აქტიური თანამშრომლობისთვის.
წარმატებებს გისურვებთ ყველა აბიტურიენტს! გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების“ - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
ფოთში ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრს ივანე ჯავახიშვილის სახელობის №3 საჯარო სკოლა მასპინძლობს, სადაც აბიტურიენტებისთვის ყველა აუცილებელი პირობაა შექმნილი, რათა გამოცდები მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში ჩატარდეს.

მსგავსი სიახლეები

ფოთის მერი: „ჩვენი მიზანია ქალაქის ყველა უბანში შეიქმნას უსაფრთხო, თანამედროვე და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურა“

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ სპორტსმენს იმ სიამაყისა და სიხარულისთვის, რასაც თავიანთი გამარჯვებებით გვჩუქნიან“




