დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა მოსახლეობას ვლაქერნობის დღესასწაულს ულოცავს:
„გილოცავთ ვლაქერნობას - დღესასწაულს, რომელიც ღვთისმშობლის ხელთუქმნელი კვართის, ზუგდიდში დაცული ამ უდიდესი სიწმინდის ირგვლივ მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს აერთიანებს.
ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება.
წლევანდელ ვლაქერნობაზე კათოლიკოს-პატრიარქის და მღვდელმთავრების ერთობლივად აღვლენილი ღვთისმსახურება, პარლამენტის თავმჯდომარის, ვიცე-პრემიერის და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრების მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ დღესასწაულის მასშტაბსა და სიდიადეს!
ვლაქერნობა ყოველწლიურად უფრო და უფრო მასშტაბური ხდება, რაც ნამდვილად ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის გერასიმე შარაშენიძის დამსახურებაა, მადლობა მეუფეს ამ დიდი ღვაწლისთვის და ზუგდიდის განსაკუთრებული სიყვარულისთვის!
დედა ღვთისმშობელმა დაიცვას, გააძლიეროს თითოეული თქვენგანის ოჯახი და სრულიად საქართველო“ - წერს სახელმწიფო რწმუნებული.






