ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას ვლაქერნობის დღესასწაულს ულოცავს:
„გილოცავთ ვლაქერნობას - დღესასწაულს, რომელიც ღვთისმშობლის სამოსელის ვლაქერნაში დაბრძანების დღეს ეძღვნება და სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს აერთიანებს. ეს დღე განსაკუთრებულია ზუგდიდისთვის, რომელიც კვართის მცველი ქალაქია და ათასობით მომლოცველს საქართველოდან თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მასპინძლობს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის და მღვდელმთავრების მიერ აღვლენილ საზეიმო წირვას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, პარლამენტის წევრებთან, ჩემს ზუგდიდელებთან და ამ ქალაქის სტუმრებთან ერთად დავესწარი. მიხარია, რომ ამ დღესასწაულის აღნიშვნის მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტს გერასიმე შარაშენიძეს.
კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში.
დედა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი კვართი არის უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული სიწმინდე, რომელიც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს რწმენას. ჩვენთვის, თითოეული ზუგდიდელისთვის კი განსაკუთრებული პატივი და მისიაა, რომ სწორედ ჩვენი ქალაქია ამ უდიდესი სიწმინდის სავანე და მცველი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, მარიამ ღვთისმშობელმა გააძლიეროს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო!“ - აცხადებს ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტად განმტკიცდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში აღინიშნება და სიმბოლურია, რომ მისი მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი და რომ სწორედ ჩვენი ქვეყანაა არჩეული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად




