„ზუგდიდდასუფთავება“ მოსახლეობას მოუწოდებს ნარჩენების ღია წესით დაწვისგან თავი შეიკავონ

ააიპ „ზუგდიდდასუფთავება“-ის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს ნარჩენების ღია წესით დაწვისგან თავი შეიკაბონ:
ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“ მოსახლეობას ნარჩენების ღია წესით დაწვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“ მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ფოთლების, ბაღისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვისგან.
ნარჩენების ღია წესით დაწვა აზიანებს გარემოს, აბინძურებს ატმოსფერულ ჰაერს და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
არსებობს ნარჩენების მართვის ალტერნატიული და ეკოლოგიურად უსაფრთხო გზა — კომპოსტირება. ხმელი ფოთლებისა და ბაღის ნარჩენების მცირე ზომის ორმოში ან სპეციალურ მარტივ მოწყობილობაში მოთავსების შედეგად, დროთა განმავლობაში მიიღება ნეშომპალა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში ბუნებრივ სასუქად.
„ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“ ასევე განმარტავს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების - მათ შორის ფოთლების, ბაღისა და პარკის ნარჩენებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების - ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“ მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, დაიცვან გარემოსდაცვითი მოთხოვნები და იზრუნონ სუფთა და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაზე” - წერია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში სამეგრელოში ხელისუფლება მოსახლეობას ხვდება

მამუკა მდინარაძე მეორე ტურს არ გამორიცხავს და მოსახლეობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს




