წითელი ჯვრის წარმომადგენლობა სახელმწიფო რწმუნებულს და რეგიონის მერებს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვედა. შეხვედრის მიზანი არსებული თანამშრომლობის შეფასება, ანალიზი და სამომავლო პარტნიორობის გაძლიერებაა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
ახალგაზრდულ და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულობის გაფართოება;
კატასტროფებზე და კლიმატურ ცვლილებებზე რეაგირება და ამ მიმართულებით გაძლიერება.
შეხვედრის დასასრულს მხარეები აქტიურ თანამშრომლობასა და რეგიონის განვითარების მიმართულებით, ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ.













