ბექა ვაჭარაძე: „სტაჟირების პროცესი ახალგაზრდებისთვიდ მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და ახალი ცოდნის მიღების, საჯარო სამსახურში საკუთარი უნარების წარმოჩენის საფუძველი და კარიერული განვითარების კარგი შესაძლებლობაა“

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდა.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურში, პროგრამის ფარგლებში, 8 ახალგაზრდა 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის.
სტუდენტთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, გადაწყვეტილებით, ყველა საჯარო უწყებაში მიმდინარეობს, ქვეყნის მასშტაბით.
ბექა ვაჭარაძემ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სტაჟირების პროცესი მათთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და ახალი ცოდნის მიღების, საჯარო სამსახურში საკუთარი უნარების წარმოჩენის საფუძველი და კარიერული განვითარების კარგი შესაძლებლობაა.






