stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

ფოთის შესასვლელთან, მდინარე რიონზე ახალი ხიდი შენდება

ფოთის შესასვლელთან, მდინარე რიონზე ახალი ხიდი შენდება

7 ოქტომბერი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

140

ამბები სამეგრელოდან

1724

ამბები სვანეთიდან

104

არჩევნები

355

ახალი ამბები

4362

დღის ამბები

2725

დღის ფოტო

86

ეკონომიკა

134

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

26

კულინარია

9

კულტურა

331

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

931

რეკლამა

697

საზოგადოება

232

სამართალი

187

სპორტი

243

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

38

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

ამბები სამეგრელოდანდღის ამბები

ფოთის შესასვლელთან, მდინარე რიონზე ახალი ხიდი შენდება

2 საათის წინ / 7 ოქტომბერი 2026
ფოთის შესასვლელთან, მდინარე რიონზე ახალი ხიდი შენდება

ფოთში, მდინარე რიონზე ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

მდინარე რიონზე შენდება ფოლად-რკინა-ბეტონის საავტომობილო ხიდი. მისი სიგრძე 436 მეტრს, ხოლო მისასვლელი გზების სიგრძე, ჯამში, 2 კმ-ს შეადგენს.

,,ფოთის ხიდი სულ ხუთმალიანი კონსტრუქციისგან შედგება და ლითონის კოჭების მოწყობა განხორციელდა მდინარის ორივე მხრიდან. სამუშაოების ყველაზე რთულ გამოწვევას წარმოადგენდა მდინარის კალაპოტის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მე-3 მალის მოწყობა, რაც წარმატებით იქნა დაძლეული და აღნიშნულ მონაკვეთზე კოჭის მონტაჟი უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე, ხიდის ორივე მხრიდან მოწყობილი კონსტრუქციები ერთმანეთს საბოლოოდ შეუერთდა.

ფოთის ამჟამად არსებული გზა გადის ჰიდროკვანძზე, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ აკმაყოფილებს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას. ახალი ფოლად-რკინა-ბეტონის 5 მალიანი ხიდის მშენებლობა მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობასა და შეუფერხებელ სატრანზიტო მიმოსვლას უზრუნველყოფს” - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ფოთის ხიდი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის. მაგისტრალის მდებარეობის გათვალისწინებით, იგი გახდება ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის

ხიდის მშენებლობის ღირებულება 60.8 მილიონ ლარს შეადგენს და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ერთობლივი საწარმო MIRBUD-CS“ ასრულებს.

ფოთის შესასვლელთან, მდინარე რიონზე ახალი ხიდი შენდება - image 2
ფოთის შესასვლელთან, მდინარე რიონზე ახალი ხიდი შენდება - image 3
ფოთის შესასვლელთან, მდინარე რიონზე ახალი ხიდი შენდება - image 4
ფოთის შესასვლელთან, მდინარე რიონზე ახალი ხიდი შენდება - image 5
Banner 1
წინა პოსტი

ბექა ვაჭარაძე: „სტაჟირების პროცესი ახალგაზრდებისთვიდ მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და ახალი ცოდნის მიღების, საჯარო სამსახურში საკუთარი უნარების წარმოჩენის საფუძველი და კარიერული განვითარების კარგი შესაძლებლობაა“

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ფოთში მდინარე რიონზე ახალი ხიდი შენდება

ფოთში მდინარე რიონზე ახალი ხიდი შენდება

ზუგდიდიში მდინარე ჩხოუშზე ახალი ხიდი შენდება

ზუგდიდიში მდინარე ჩხოუშზე ახალი ხიდი შენდება

ფოთში, მდინარე რიონზე ახალი ხიდი აშენდება

ფოთში, მდინარე რიონზე ახალი ხიდი აშენდება

დღის ამბები

ფოთის შესასვლელთან, მდინარე რიონზე ახალი ხიდი შენდება

ბექა ვაჭარაძე: „სტაჟირების პროცესი ახალგაზრდებისთვიდ მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და ახალი ცოდნის მიღების, საჯარო სამსახურში საკუთარი უნარების წარმოჩენის საფუძველი და კარიერული განვითარების კარგი შესაძლებლობაა“

ზუგდიდში საქპატენტის ადგილწარმოშობის დასახელებები და გეოგრაფიული აღნიშვნების ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა

ბექა ვაჭარაძე: „ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც პედაგოგებისა და აღმზრდელების შრომის დაფასება, ასევე მათთვის და ჩვენი ბავშვებისთვის ღირსეული და თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.“

სახელმწიფო რწმუნებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო