,,ვარდისფერი ოქტომბერი” | საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში „ვარდისფერი ოქტომბრის” ფარგლებში ძუძუს კიბოს პრევენციის, რეგულარული სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, პარლამენტის წევრები, ზუგდიდის მერი და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიება „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით გაიმართა. „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.










