გიორგი ნაჭყებია პედაგოგებს: თქვენი ყოველდღიური, დაუღალავი შრომა სცდება მხოლოდ საგნის სწავლებას, თქვენ აყალიბებთ ჩვენი საზოგადოების მომავალს

მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
პედაგოგებს სიგელები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ, მერის მოადგილეებმა ერეკლე ზარანდიამ და ნანა ბირკაიამ გადასცეს.
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ღვაწლმოსილ პედაგოგებს სიგელებთან ერთად, მერიისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ.
მერმა პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძვირფასო პედაგოგებო, მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმ უდიდესი წვლილისა და ამაგისთვის, რაც ჩვენი მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეგაქვთ. თქვენი ყოველდღიური, დაუღალავი შრომა სცდება მხოლოდ საგნის სწავლებას, თქვენ აყალიბებთ ჩვენი საზოგადოების მომავალს, ანიჭებთ ახალგაზრდებს ღირებულებებს, ცოდნასა და რწმენას, რაც მათ ცხოვრების გზაზე აუცილებლად დასჭირდებათ. გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდ წარმატებას ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში.“ - განაცხადა გიორგი ნაჭყებიამ.
ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრები ჯგუფ „იბერიის“ სოლისტმა ბექა წულაიამ, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა შეასრულეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ინიციატივის მიზანია პედაგოგთა მრავალწლიანი შრომისა და პროფესიული საქმიანობის დაფასება.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა

გიორგი ნაჭყებია: ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიზრუნო თითოეული მარტვილელის კეთილდღეობაზე, ჩვენი ქალაქის განვითარებაზე




