ანკარაში აშშ-ს საელჩოზე თავდასხმა მოხდა

ანკარაში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზე თავდასხმა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გამთენიისას შენობას უცნობმა პირებმა მანქანიდან ცეცხლი გაუხსნეს და მიიმალნენ. ადგილობრივებმა 5 გასროლის ხმა გაიგონეს.
დაზიანებულია საელჩოს შესასვლელი, ჩამსხვრეულია ფანჯრები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.
მსგავსი სიახლეები

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: აგენტურული ოპოზიცია როდესაც ისევ აშშ-ს სთავაზობს საკუთარ „მომსახურებას“ მათი გაცხადებული პოლიტიკის მიუხედავად, რომ არ ჩაერევიან უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში - ჩვენთვის დამატებით კითხვის ნიშნებს ბადებს

აშშ-ს საელჩო განმარტავს, რომ საიმიგრაციო ვიზების დაპაუზება ტურისტულ ვიზებს არ ეხება




