საქართველოს აშშ-ს წამყვანი ენტომოლოგების სამეცნიერო მისია სტუმრობს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს გამოცდილებისა და შედეგების გაცნობის მიზნით, საქართველოს აშშ-ს წამყვანი ენტომოლოგების სამეცნიერო მისია სტუმრობს.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, სპეციალური ვიზიტით აშშ-ის სამი უნივერსიტეტისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის აგრარული კვლევების სამსახურის და ევროპის და ავსტრალიის წამყვანი ენტომოლოგები იმყოფებიან, რომლებიც ვითარებას ადგილზე ეცნობიან.
მეცნიერებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტში ფაროსნასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში შეხვდა. შეხვედრას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, ამისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად არის

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: აგენტურული ოპოზიცია როდესაც ისევ აშშ-ს სთავაზობს საკუთარ „მომსახურებას“ მათი გაცხადებული პოლიტიკის მიუხედავად, რომ არ ჩაერევიან უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში - ჩვენთვის დამატებით კითხვის ნიშნებს ბადებს




