სამეგრელოს გუბერნატორი მოადგილესთან ერთად დამდეგ ახალ წელს პოლიციელებს ულოცავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, პირველ მოადგილესთან, ირაკლი ჯიქიასთან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვენეთის მხარის სამხარეო პოლიციას სტუმრობენ.
გუბერნატორმა პოლიციელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა მათ საქმიანობაში. როგორც STV-თვის გახდა ცნობილი, გუბერნატორი სამხარეო პოლიციიდან საპატრულო პოლიციის ოფისში გადაინაცვლებს და მათაც მიულოცავს დამდეგ ახალ წელს.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





