stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა

31.12.2018 / 31 დეკემბერი 2018
სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი ათონელზე მდებარე სასახლიდან მიულოცა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას მშვიდობის, შემწყნარებლობა და გაერთიანება უსურვა.

საქართველოს პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა

საქართველოს პრეზიდენტი გილოცავთ 2019 წელს?✨

Gepostet von სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili am Montag, 31. Dezember 2018

“ძვირფასო თანამემამულეებო, მიხარია და მეამაყება, რომ თქვენს წინაშე ვდგავარ ამ ულამაზესი, ორბელიანების სასახლის წინ და აქედან გილოცავთ 2019 წლის შემოსვლას! 2018 წელი სრულიად განსაკუთრებული  წელი  იყო  ჩემთვის, – ეს იყო, ერთდროულად, მძიმე განსაცდელისა  და დიდი სიხარულის წელი. ნდობისა და მხარდაჭერისთვის თქვენი მადლობელი ვარ! ყველა გამოცდას თან ახლავს ცხოვრებისეული გაკვეთილი. იმისათვის, რომ ხვალ ვინც ამ გზას დაადგება, აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც, ისე, როგორც ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. ასევე, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციისა და დეზინფორმაციისაგან, რათა საზოგადოებამ დაიბრუნოს სიმშვიდე და საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიას. გასული წელი ტრაგიკული აღმოჩნდა იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც შვილები დაეღუპათ გაურკვეველი წარმოშობის ნარკოტიკების გამო. ეს არის ტრაგედია ამ ოჯახებისთვის, და ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის! საქართველოს დასაკარგი შვილები არ ჰყავს. ჩვენი მოვალეობაა ახალგაზრდებს მოვუწოდოთ სიფრთხილისა და თავდაცვისკენ, რათა თავიდან აიცილონ დამღუპველი შეცდომა. მომავალი თაობა წარმატების მაგალითებზე უნდა იზრდებოდეს. 2018 წელს ქართველი სპორტსმენების არნახული გამარჯვებები წარმატების და ჯანსაღი ცხოვრების ბრწყინვალე გზას გვიჩვენებს.  ჩემპიონმა პარასპორტსმენებმა  დაგვიმტკიცეს, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების არა მხოლოდ სრულყოფილი წევრები არიან, არამედ მისი წარჩინებული ნაწილი. 2018 წელს  მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში კიდევ ორი ქართული ფენომენი შეიტანეს: ქართული ანბანის სამი სახეობა  და ქართული ჭიდაობა. მჯერა, რომ 2019 წელს ჩვენი კულტურის პოპულარიზაცია მსოფლიოში კიდევ უფრო გაძლიერდება! 2018 წელს განათლების სფეროში უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდის წარმატება ვიხილეთ როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მომავალი თაობაც, რომელიც ვიმედოვნებ „დედა ენაზე“ გაიზრდება, დარწმუნებული ვარ, ასახელებს ჩვენს ქვეყანას. 2018 წელი ასევე გამორჩეული იყო საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისთვის, რადგანაც მათთვის, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა. ეს გააადვილებს და გააძლიერებს ჩვენს ურთიერთკავშირს. დგება ახალი წელი და ყველას სულითა და გულით გილოცავთ 2019 წლის შემოსვლას! ფეხბედნიერი,  ბარაქიანი, ხალისიანი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის!
ვულოცავ ახალ წელს თითოეულ  მოქალაქეს თბილისში, საქართველოს ყველა მხარესა  და სოფელში, ვულოცავ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, ვულოცავ მოგზაურებს! ვულოცავ  ჯარისკაცებს და პოლიციელებს, რომლებიც ამ ღამესაც ჩვენს მშვიდობასა და წესრიგს იცავენ! ვულოცავ  შორეულ მალისა და ავღანეთის მძიმე პირობებში განწესებულ ჩვენს ჯარისკაცებს. მათ ვეწვევი ახლო მომავალში.
ვულოცავ საოკუპაციო ხაზზე, გალსა და ახალგორში მცხოვრებ ჩვენს გმირ ხალხს! ვულოცავ აფხაზ და ოს ძმებს! დაე, 2019 წელი ყოფილიყოს შერიგების წელი! ყველას გისურვებთ, ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობის, სულიერი დამშვიდების, შემწყნარებლობის, გაერთიანების წელი!  და გამთლიანების საწინდარი! ვულოცავ ახალ წელს სრულიად საქართველოს!“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში.

Banner 1
წინა პოსტი

სამეგრელოს გუბერნატორი მოადგილესთან ერთად დამდეგ ახალ წელს პოლიციელებს ულოცავს

შემდეგი პოსტი

ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სალომე ზურაბიშვილმა წალენჯიხის მერს გამარჯვება მიულოცა

სალომე ზურაბიშვილმა წალენჯიხის მერს გამარჯვება მიულოცა

გიორგი შენგელიამ უხუცეს ქალბატონს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

გიორგი შენგელიამ უხუცეს ქალბატონს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

საქართველოში ახალი სასწავლო წელი განახლდა

საქართველოში ახალი სასწავლო წელი განახლდა

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026