პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში, ინფორმირებულმა პირებმა განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, თანხა პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებით გამოიყო.
ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართა. საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალს მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.






![სალომე ზურაბიშვილის მოულოდნელი ზარი ხატია ბუნიათიშვილთან [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fimg.youtube.com%2Fvi%2FAlf48LfPANI%2Fhqdefault.jpg&w=3840&q=75)