stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

15 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1632

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2626

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

92

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

ახალი ამბები

თამბაქოს მოხმარების წესში ცვლილებები დღეიდან ამოქმედდა

08.01.2019 / 8 იანვარი 2019
თამბაქოს მოხმარების წესში ცვლილებები დღეიდან ამოქმედდა

“თამბაქოს კონტროლის ალიანსის” განცხადებით, დღეიდან, 8 იანვრიდან ამოქმედდა  კანონის ის მუხლი, რომელიც დახურულ სივრცეში მოწევისთვის ფიზიკური პირის დაჯარიმებასაც ითვალისწინებს. ამის შესახებ ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, დახურულ სივრცეში ფიზიკური პირი ეწევა და არ ემორჩილება კანონს, პირველ ჯერზე 100 ლარით, განმეორებით 200 ლარით, ყოველ შემდეგ ჯერზე კი 100-100 ლარით მეტი თანხით დაჯარიმდება.

ფიზიკური პირი იმ შემთხვევაში ჯარიმდება, თუ დაწესებულების ადმინისტრაცია მოწევის შეწყვეტისკენ მიუთითებს, ის კი არ დაემორჩილება. ადმინისტრაციის მიერ საპატრულო პოლიციის გამოძახების შემთხვევაში კი ის დაჯარიმდება. თუ ადმინისტრაცია ფიზიკურ პირს არ მოუწოდებს მოწევის შეწყვეტისკენ, ან მოუწოდებს, მაგრამ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში არ გამოიძახებს საპატრულო პოლიციას, სხვა ინიციატორის მიერ საპატრულო პოლიციის გამოძახების შემთხვევაში დაჯარიმდება როგორც ფიზიკური, ისე, იურიდიული პირი, ანუ დაწესებულების ადმინისტრაცია.

8 იანვრიდან ჯარიმა დაეკისრება იმ დაწესებულებებსაც, სადაც შიდა სივრცეში ცარიელი საფერფლეები დაფიქსირდება. ამ დრომდე საფერფლის ქონა დარღვევად იმ შემთხვევაში ითვლებოდა, თუ მასში ფერფლი ან ნამწვი აღმოჩნდებოდა.

8 იანვრიდან ასევე ძალაში შევიდა მუხლი, რომელიც საავადმყოფოების და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში სპეციალური, მოსაწევი ადგილების დაშვებას ითვალისწინებს.

ასევე ამოქმედდა ცვლილება კანონში, რომლის თანახმად, სლოტ-კლუბების გარკვეულ ნაწილში, სადაც ლიცენზიის მოსაკრებელი 200 000 ლარის ოდენობით აქვთ გადახდილი და 20 სათამაშო აპარატი ან მეტი უდგათ, მოწევა დაიშვება.

“თამბაქოს კონტროლის ალიანსი კიდევ ერთხელ აპროტესტებს პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას და ვაცხადებთ, რომ 2019 წელს ვიბრძოლებთ ყველა დახურულ სივრცეში მოწევის ასაკრძალად, რათა არ არსებობდეს გამონაკლისი”, – წერია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში.

ალიანსი მოქალაქეებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ზოგიერთი კაფე-ბარი, რესტორანი და ღამის კლუბი შიდა ტერიტორიაზე მოწევის უფლებას “მხოლოდ დაცვის ან ფეისკონტროლის შემდეგ იძლევა. და თუ არამწეველი სტუმარი აპროტესტებს, ადმინისტრაცია უცხადებს, რომ მათ მოწევის უფლება ნაყიდი აქვთ. ეს არის სრული სიცრუე. არანაირი კანონი არ ცნობს მსგავს მცნებას ან ლიცენზიას, მოწევის უფლება არ იყიდება”, – აცხადებენ ალიანსში.

Banner 1
წინა პოსტი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა

შემდეგი პოსტი

„ქველმოქმედება ბედნიერებაა”- ზუგდიდში საშობაო-საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

საქართველოსა და ჩინეთს შორის დღეიდან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

საქართველოსა და ჩინეთს შორის დღეიდან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

დღეიდან ჩხოროწყუს მერიაში, მოქალაქეებისთვის მუნიციპალური სერვისების უფრო ხარისხიანად მიწოდების მიზნით ახალი პროგრამა ამოქმედდა

დღეიდან ჩხოროწყუს მერიაში, მოქალაქეებისთვის მუნიციპალური სერვისების უფრო ხარისხიანად მიწოდების მიზნით ახალი პროგრამა ამოქმედდა

ჩხოროწყუში მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედდა

ჩხოროწყუში მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედდა

დღის ამბები

პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]

შალვა პაპუაშვილი: ვლაქერნობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ჩიქოვანი: კვართი, მისი საქართველოში შემოსვლისა და ზუგდიდში დავანების ისტორია, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს მისიაზე ქრისტიანულ სამყაროში

დავით ვერავა: ვლაქერნობა ნამდვილად იქცა რელიგიურთან ერთად დიდ სახალხო დღესასწაულად, რომელიც განსაკუთრებულად კვართის მცველ ქალაქში - ზუგდიდში აღინიშნება

ვლაქერნობა ზუგდიდში 2026