stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

27 აგვისტო
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

139

ამბები სამეგრელოდან

1680

ამბები სვანეთიდან

103

არჩევნები

355

ახალი ამბები

4337

დღის ამბები

2673

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

133

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

328

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

928

რეკლამა

697

საზოგადოება

229

სამართალი

185

სპორტი

240

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

რეკლამა

სენაკში, ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 75 წლისთავს კვირეული მიეძღვნა

22.03.2019 / 22 მარტი 2019
სენაკში, ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 75 წლისთავს კვირეული მიეძღვნა

გამოჩენილი ქართველი ებრაელი მწერლის, პოეტის, მთარგმნელის და პუბლიცისტის, ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 75 წლისთავს, მწერლის მშობლიურ ქალაქში- სენაკში ღონისძიებების კვირეული მიეძღვნა.

18-დან 20 მარტის ჩათვლით, სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეაში მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და შოთა მესხიას კოლეჯის სტუდენტებისთვის მიმდინარეობდა ქართულ-ებრაული კულტურის დიდი მოღვაწისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმების ჩვენება.

20 მარტს, ჯემალ აჯიაშვილის მშობლიურ ჟიული შარტავას სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში, ჩატარდა ღონისძიება, რომელიც ქართველი და ებრაელი ერის უპრეცენდენტო მეგობრობის სიმბოლოს – ორი დიდი მამულიშვილის – ჟიული შარტავასა და ჯემალ აჯიაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობას მიეძღვნა.

21 მარტს, ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ასევე გაიმართა მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო და გამოფენა.

22 მარტს, კვირეულის დასკვნით დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, საკრებულოს დეპუტატებმა, თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლებმა ჯემალ აჯიაშვილის სახელობის სკვერში ყვავილებით შეამკეს მწერლის ბარელიეფი, რის შემდეგაც, სიმბოლურად, მისი სიყრმის მეგობრის, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას მუზეუმში გაიმართა დიდი ქართველი ებრაელი მწერლისა და მოღვაწის საიუბილეო საღამო.

მუზეუმის ფოიეში, ორი ერის საამაყო შვილის სურათების ფოტოგამოფენა უხმობდა დამთვალიერებელს, უკრავდა ვიოლინო… ჯემალ აჯიაშვილის ცხოვრების გზა, მისი ამაგი ორი, სისხლხორცეულად მშობლიური ერის კულტურის ისტორიაში, სენაკელ ებრაელთა და ქართველთა თანაცხოვრების ულამაზესი ისტორიის ფურცლები, მწერლის უთბილესი მოგონებები მშობლიურ ქალაქზე, მისი ღრმა, ,,ვეფხისტყაოსნითა’’ და უძველესი ებრაული კულტურით ნასაზრდოები ყოვლისდამტევი შემოქმედება წარმოჩინდა დღეს გამომსვლელთა სიტყვებში, ეკრანზე გაცოცხლებულ დოკუმენტურ კადრებში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული ახალგაზრდულ თეატრ ,,ფიროსმანის’’ მსახიობების მიერ შთამბეჭდავად წარმოდგენილ ლიტერატურულ კომპოზიციაში.

ჯემალ აჯიაშვილმა ებრაელთა დიდ პოეზიას ქართულ ენაზე ძეგლი დაუდგა. მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო ქართველი და ებრაელი ერის ურყევი მეგობრობისადმი მიძღვნილი ქართულ ენაზე აღვლენილი სიყვარულის უკვდავი საგალობელი. მისი ცხოვრება არის გზა, რომელიც სიკვდილის შემდეგაც არ თავდება და ახალ სიცოცხლეს იძენს.

Banner 1
წინა პოსტი

სოფელ ინგირში რესტორანი ” სამეფო” გაქურდეს

შემდეგი პოსტი

ქალი, რომელიც ზვიად გამსახურდიას ბანდიტად მოიხსენიებდა ზუგდიდის მერობა სურს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სენაკში ჯემალ აჯიაშვილის 75 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო კვირეული გაიმართება

სენაკში ჯემალ აჯიაშვილის 75 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო კვირეული გაიმართება

სენაკში, ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნის კვირეული გაიმართა

სენაკში, ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნის კვირეული გაიმართა

სენაკში პატივი მიაგეს ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნას

სენაკში პატივი მიაგეს ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნას

დღის ამბები

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა

წითელი ჯვრის წარმომადგენლობა სახელმწიფო რწმუნებულს და რეგიონის მერებს შეხვდა

წალენჯიხაში მიმდინარე პროექტებს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

სამი და გარდაცვლილი იპოვეს სოფელ ალერტკარში