სამეგრელო გარემოსდაცვით კამპანიას „დედამიწის საათი” უერთდება

ყოველი წლის მარტის ბოლო შაბათს, უკვე მეთორმეტედ, საქართველო და მათ შორის, სამეგრელოს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას „დედამიწის საათი” უერთდება.
ერთი საათი , საღამოს 20:30 საათიდან 21:30 საათამდე, განათების გარეშე: ჩამქრალი ქუჩები, ისტორიული ნაგებობები და სამთავრობო შენობების ფასადები – ქვეყანაში დედამიწის საათი აღინიშნება.
,,დედამიწის საათი“ პირველად, 2007 წელს, ავსტრალიაში WWF-მა ჩაატარა.
ამ დღეს, ტრადიციულად, მილიონობით ადამიანი ზუსტად ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამ ფორმით, პლანეტის მიმართ თანადგომას გამოხატავს.
მსგავსი სიახლეები

კამპანიას ,,გაატარე ზაფხული საქართველოში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია უერთდება

ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას სენაკის მუნიციპალიტეტი უერთდება




