ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას სენაკის მუნიციპალიტეტი უერთდება

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან სამთავრობო კამპანიას სენაკის მუნიციპალიტეტი უერთდება.
კამპანიის ფარგლებში, სენაკის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ახალგაზრდა თანატოლგანმანათლებლებისთვის 5 დღიანი ტრენინგი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას სენაკის №1, №7, თეკლათისა და მენჯის საჯარო სკოლების მოსწავლეები ღებულობენ.
შეხვედრები ახალგაზრდებთან მოიცავს შემდეგ აქტუალურ საკითხებს: ლიდერობა და გუნდური მუშაობა, გენდერული თანასწორობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ეფექტური კომუნიკაცია და ადვოკატირება.
ტრენინგი, რომელიც 9 დეკემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში დასრულდება, UNFRA Georgia საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის ,,გენდერული თანასწორობისთვის’’ ფარგლებში შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





