რამ გააღიზიანა კობა ნაყოფია და რატომ გალანძღა ტელეკომპანია “იმედი” [ვიდეო]
![რამ გააღიზიანა კობა ნაყოფია და რატომ გალანძღა ტელეკომპანია “იმედი” [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fimg.youtube.com%2Fvi%2Fyrpq7FLxm7A%2Fhqdefault.jpg&w=3840&q=75)
“ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, ბიზნესმენი კობა ნაყოფია ტელეკომპანია “იმედის” კითხვამ გააღიზიანა და აღნიშნული ტელეკომპანია გალანძღა.
“თქვენ ხართ “ტვ ნადეჟდა”, პროგრამა “ვრემია” კოპი პეისტი ოერტესი. აქ ყველაფერი ნათქვამია”-აცხადებს ბიზნესმენი.
“იმედის” სამეგრელოს ბიუროს კორესპონდენტის, პაპუნა შუშანიასთვის გაუგებარია კობა ნაყოფიას გაღიზიანების მიზეზი. STV-თან შუშანია აცხადებს, რომ დასვა კითხვა, რაზეც საინფორმაციო საფუძველი არსებობს.
“ვერ გეტყვით გაღიზიანების მიზეზს, რადგან ეს ჩემთვისაც გაუგებარია. ჩვეულებრივი კითხვა დავსვი, რომელზეც საინფორმაციო საფუძველი არსებობს”-აცხადებს შუშანია.
კობა ნაყოფიასთან ერთად აქტიურობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი გია ჭანტურია.
ცნობისათვის, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი პარტიის კოორდინატორებთან დაკავშირებულმა კითხვამ გააღიზიანა, რომლებმაც ოპოზიციური პარტია გუშინ დატოვეს.




![რა მოხდა და რატომ დაუპირისპირდნენ “რუსთავი 2”-ს მარტვილში? [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fimg.youtube.com%2Fvi%2FCoC1XNZA4a8%2Fhqdefault.jpg&w=3840&q=75)
![რატომ უწოდა სანდრა რულოვსმა ზუგდიდს ტყე და ზუგდიდელებს ტყის მგლები?! [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fimg.youtube.com%2Fvi%2FfLuJHqCmbP0%2Fhqdefault.jpg&w=3840&q=75)
