წალენჯიხის საკათედრო ტაძარში მეოუფე გერასიმემ სააღდგომო წირვა-ლოცვა აღავლინა

ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტმა გერასიმემ , დღეს 3 მაისს, აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს , წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების საკათედრო ტაძარში ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ერთობლივი წირვა-ლოცვა ჩაატარა. წირვა-ლოცვა ადგილობრივი ხელისუფლებისა და წალენჯიხელი მრევლის თანდასწრებით აღევლინა.
ქადაგებისას მიტროპოლიტმა მართლმადიდებლურ სამყაროს და მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ სიცოცხლე მარადიულია, ხოლო აღდგომა-დღესასწაულთა დღესასწაული.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





