ზუგდიდში, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს [ვიდეო]
![ზუგდიდში, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fimg.youtube.com%2Fvi%2FgWvA6dfD34s%2Fhqdefault.jpg&w=3840&q=75)
ფაშიზმზე გამარჯვების დღე ომის ვეტერანებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმფიწო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ მიულოცეს.
ზუგდიდის მერიამ ომის ვეტერანებს საჩუქრად ფულადი თანხა 500-500 ლარსის ოდენობით, ხოლო ზურგის მუშაკებს 200-200 ლარი გადასცეს.
1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.






