stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იმედი“ ბულგარეთში გრან-პრი მოიპოვა

ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იმედი“ ბულგარეთში გრან-პრი მოიპოვა

14 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1627

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2621

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

91

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

სენაკში, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს

09.05.2019 / 9 მაისი 2019
სენაკში, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს

ქალაქ სენაკში, ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ტრადიციულად, მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპული ალექსანდრე წურწუმიას ძეგლის შემკობით დაიწყო, სადაც დილიდან ომის ვეტერანები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ალექსანდრე წურწუმიას ძეგლი გვირგვინით შეამკო.

მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირის ძეგლთან გამართული, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებული, მხატვრული კომპოზიცია ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავს მიეძღვნა. ომს, რომელშიც საქართველომ 700 ათასი ქართველი გაგზავნა და აქედან, შინ მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა, პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.

ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, 8 მაისს, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში, სამუსიკო და სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით გამართული კლასიკური მუსიკის კონცერტითა და გამოფენით დაიწყო.

დღეს, მთელი დღის მანძილზე, საჯარო ბიბლიოთეკა, მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი გამოფენით, მნახველებს მასპინძლობს.
ფაშიზმზე გამარჯვების

დღე დაასრულა საინტერესო და დაძაბულმა მატჩმა მინი ფეხბურთში, რომელიც სენაკის სპორტის სასახლეში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ სენაკში მცხოვრებ, ჩვენს უხუცეს ვეტერანებს – მიხეილ აბშილავას, ჭიჭიკო სიჭინავას, აგრაფინა ხუხიას – ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულადი დახმარების სახით 500-500 ლარი გადაეცათ.

თბილი და მოკრძალებული ღონისძიებებით სენაკის მუნიციპალიტეტმა კიდევ ერთხელ მიაგო პატივი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს.

Banner 1
წინა პოსტი

ჩხოროწყუს მერმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

შემდეგი პოსტი

წალენჯიხაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე ომის ვეტერანს, 93 წლის ვარვარა ბონდარენკოს მიულოცეს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს [ვიდეო]

ზუგდიდში, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს [ვიდეო]

ჩხოროწყუში ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი მიულოცეს

ჩხოროწყუში ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი მიულოცეს

წალენჯიხაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე ომის ვეტერანს, 93 წლის ვარვარა ბონდარენკოს მიულოცეს

წალენჯიხაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე ომის ვეტერანს, 93 წლის ვარვარა ბონდარენკოს მიულოცეს

დღის ამბები

ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იმედი“ ბულგარეთში გრან-პრი მოიპოვა

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]