stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

13 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1626

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2620

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

91

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

322

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

216

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

კულტურა

სენაკის მუსიკალური ფესტივალი გალა-კონცერტით საზეიმოდ დაიხურა

24.05.2019 / 24 მაისი 2019
სენაკის მუსიკალური ფესტივალი გალა-კონცერტით საზეიმოდ დაიხურა

ღია ცის ქვეშ, ქალაქის ცენტრალურ პარკში გამართულ საღამოზე მონაწილეობა ხელოვნების აკადემიის დასავლეთ საქართველოს VI რეგიონალური მუსიკალური ფესტივალის წარმატებულმა ახალგაზრდა მუსიკოსებმა მიიღეს.

ფესტივალის ლაურეატთა და დიპლომანტთა დაჯილდოებისა და ,,სენაკის არტ-ფესტის“ დახურვის ცერემონიალს, რომელსაც ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის კოორდინატორი, ღვაწლმოსილი პედაგოგი რუსუდან მილიუტინი უძღვებოდა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, თვითმმართველობის, მუსიკალური სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,სენაკის არტ-ფესტივალის“ დამაარსებელმა, ხელოვნების აკადემიის რექტორმა, მსოფლიოში აღიარებულმა პიანისტმა, სენაკის საპატიო მოქალაქემ ვალერიან შიუკაშვილმა ხელოვნების აკადემიის მადლობის სიგელები გადასცა მუნიციპალიტეტის მერს ლევან კუპრეიშვილს, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსს გივი მისაბიშვილს, ხელოვნების ცენტრის დირექტორს ვეფხვია ვეფხვაძეს, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორს ლევან უჩანეიშვილს, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის დირექტორს ბადრი მამულიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ფესტივალის ორგანიზებაში თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა.

ფესტივალის ფარგლებში, კომპეტენტურმა ჟიურიმ იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების 3000 -ზე მეტ მოსწავლეს მოუსმინა, რომელთაგან ლაურეატის წოდება სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის გიტარისტთა კვარტეტს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის მევიოლინეთა ანსამბლს, რევაზ ლაღიძის სახელობის ბათუმის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის მოსწავლეს, მევიოლინე ნინო ჭანიას, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლის მოსწავლეს, ნორჩ მომღერალ ინა სადუნიშვილს, ქუთაისის მესამე სამუსიკო სკოლის მოსწავლეს, კლარნეტისტ ნიკოლოზ გონგაძეს მიენიჭათ. სხვა მონაწილენი კი ხელოვნების აკადემიის საპატიო დიპლომებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

,,არტ-ფესტი 2019“ , რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით წელს მეექვსედ გაიმართა, ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის სენაკის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის გაერთიანებულმა გუნდმა – სოლისტი ანა ქეცბაია, ფესტივალის ერთგვარ ჰიმნად ქცეული ვაჟა აზარაშვილის ,,მუსიკით’’, დაასრულა.

Banner 1
წინა პოსტი

სენაკის მერიაში ჯანდაცვის წარმომადგენლებთან საპილოტე პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

შემდეგი პოსტი

ქართული სიმღერა, ღვინო და კერძები – დანიის სამეფოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სენაკის მუსიკალური ფესტივალი გალაკონცერტით დაიხურა

სენაკის მუსიკალური ფესტივალი გალაკონცერტით დაიხურა

სენაკის მუსიკალური ფესტივალი საზეიმო ვითარებაში დაიხურა

სენაკის მუსიკალური ფესტივალი საზეიმო ვითარებაში დაიხურა

15 მაისს, სენაკის მუსიკალური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

15 მაისს, სენაკის მუსიკალური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

დღის ამბები

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]

საზღვაო სეზონთან დაკავშირებით ანაკლიის მიმართულებით მარშრუტს კიდევ ერთი რეისი დაემატა