stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

27 აგვისტო
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

139

ამბები სამეგრელოდან

1680

ამბები სვანეთიდან

103

არჩევნები

355

ახალი ამბები

4337

დღის ამბები

2673

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

133

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

328

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

928

რეკლამა

697

საზოგადოება

229

სამართალი

185

სპორტი

240

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

სენაკში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

30.08.2019 / 30 აგვისტო 2019
სენაკში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

სენაკის სამხატვრო გალერეაში, მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც, საბჭოს თავმჯდომარე – სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრები, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მერიის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილების, შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია ,,ჰანგის“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომაზე, მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა საბჭოს სამოქმედო ამოცანებზე ისაუბრა, რაც მიზნად მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის შესაბამისი პირობების შექმნას ისახავს. დამტკიცდა სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ამოცანები, ღონისძიებები და შესაბამისი უწყებების პასუხისმგებლობები განისაზღვრა.

პროგრამის ,,ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობა“ ფარგლებში მიმდინარე პროექტი – ,,ჩართულობითი სოციალური პოლიტიკის შემუშავება და სექტორთაშორისი თანამშრომლობა სოციალური სერვისის მიწოდების პროცესში’’ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ რუსლან საჯაიამ და მენეჯერმა ანჟელა ხუხუამ წარმოადგინეს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ნატალია ხუბუამ საბჭოს წევრებს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილი სოციალური პროგრამები გააცნო. აღსანიშნავია, რომ დღემდე, მუნიციპალიტეტის მიერ რეგულარულად ხორციელდება შშმ პირთა დახმარების პროგრამები:

2015-1019 წლებში, პროგრამის ფარგლებში შშმ პირებს 91 500 ლარის დახმარება გაეწიათ.

2019 წელს, ამ მიმართულებით, 21 800 ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული.

ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამით, შშმ პირთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაფინანსებისთვის გაწეულმა ხარჯმა 2015-2019 წლებში 124 000 ლარი შეადგინა.

მიმდინარე წელს, ამ მიმართულებით, 24 900 ლარით დაფინანებაა დაგეგმილი.

ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის’’ თანადგომით და ამერიკული ჰუმანიტარული დონორი ორგანიზაციის LDS Charities თანამონაწილეობით, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შშმ პირთათვის ეტლების უსასყიდლოდ გადაცემის პროგრამა ხორციელდება.

ამ ეტაპისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 62 მოქალაქეზე გაცემულია მათზე მორგებული ეტლი, ადგილზე ტრანსპორტირების უზრუნველყოფით.

Banner 1
წინა პოსტი

ზუგდიდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს [ვიდეო]

შემდეგი პოსტი

ხელისუფლების წარმომადგენლები ყულევის, ქარიატის და შუა ხორგის მოსახლეობას შეხვდნენ

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სენაკში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

სენაკში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

სენაკში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა (R)

სენაკში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა (R)

სენაკში, მერთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს 2023 წლის პირველი სხდომა ჩატარდა

სენაკში, მერთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს 2023 წლის პირველი სხდომა ჩატარდა

დღის ამბები

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა

წითელი ჯვრის წარმომადგენლობა სახელმწიფო რწმუნებულს და რეგიონის მერებს შეხვდა

წალენჯიხაში მიმდინარე პროექტებს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

სამი და გარდაცვლილი იპოვეს სოფელ ალერტკარში