ზუგდიდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს [ვიდეო]
![ზუგდიდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fimg.youtube.com%2Fvi%2F8C2fAD2pBwM%2Fhqdefault.jpg&w=3840&q=75)
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს ზუგდიდში უგზო-უკვლოდ დაკარგულების ხსოვნას პატივი მიაგეს ზუგდიდში. სპეციალურად მოწყობილ სკვერში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი ყვავილებითა გვირგვინებით შეამკეს.
ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მოძღვარმა მალხაზ ჭანტურიამ მათი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა. უგზო-უკვლოდ დაკარგულების ხსოვნას პატივი მიაგეს საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის, ადგილობრივი ხელისუფლების და დაკარგულთა ოჯახის წევრებმა.
საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე 2911 წლიდან აღინიშნება. საქართველოში 1990-იანი წლების და 2008 წლის აგვისტოს შეირაღებული კონფლიქტების შედეგად 2400 ზე მეტი ადამიანია გაუჩინარებული. მათ შორის 400 სამეგრელოს რეგიონიდან.






![ზუგდიდში ფერმერთა დღე გაიმართა [ვიდეო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fimg.youtube.com%2Fvi%2FNoff0YxV_Jo%2Fhqdefault.jpg&w=3840&q=75)