stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იმედი“ ბულგარეთში გრან-პრი მოიპოვა

ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იმედი“ ბულგარეთში გრან-პრი მოიპოვა

14 ივლისი
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

135

ამბები სამეგრელოდან

1627

ამბები სვანეთიდან

98

არჩევნები

355

ახალი ამბები

4320

დღის ამბები

2621

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

127

ვიდეო ამბები

91

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

323

მთელი კვირა

1

მსოფლიო

132

პოლიტიკა

917

რეკლამა

697

საზოგადოება

217

სამართალი

182

სპორტი

239

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

34

ყვითელი ამბები

11

წარმატების ისტორია

9

ჯანდაცვა

2

სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივმა ოპერაციულმა შტაბმა ვაქცინაციის ადგილობრივი გეგმა განიხილა

18.06.2021 / 18 ივნისი 2021
სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივმა ოპერაციულმა შტაბმა ვაქცინაციის ადგილობრივი გეგმა განიხილა

უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა გაიმართა, სადაც COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის შესაბამისად განიხილეს და თანხმობა მისცეს ვაქცინაციის ადგილობრივი გეგმის დასამტკიცებლად. სხდომას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ხელმძღვანელობდა და მას საბჭოს წევრები, სხვადასხვა სამხარეო სტრუქტურების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ადგილებზე ასაცრელი კონტინგენტის დაგეგმვის, მობილიზების და სერვისის მიწოდების ორგანიზების საკითხებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას. სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის კოორდინირებით უკვე გაიმართა სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტების მერებთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან, სადაც დეტალურად განიხილეს ვაქცინაციის დანერგვის ადგილობრივი გეგმის პროექტი.

გეგმა მოიცავს: საჭიროებისამებრ დამატებითი ასაცრელი სივრცეების გამოყოფას მასიური ვაქცინაციის ცენტრების შესაქმნელად; შერჩეული ამცრელი ერთეულების ხარისხიანი ინტერნეტკავშირით უზრუნველყოფას; მოხალისეების მობილიზებას ამცრელი ბრიგადებისთვის და გარკვეული ჯგუფებისთვის აცრის მისაღებად ტრანსპორტირების უზრუნველყოფას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. საქართველოში COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის შესაბამისად, რეგიონში ვაქცინაციის 26 ამცრელი ბრიგადა უნდა დაემატოს, სულ კი სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაციის პროცესში (ამჟამად არსებული ბრიგადების დამატებით) 38 ამცრელი ბრიგადა იმუშავებს.

სახელმწიფო რწმუნებულმა სხდომაზე სპეციალისტებთან ერთად, ასევე განიხილა რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, მოისმინა კლინიკებსა და საკარანტინე ზონებში არსებული მდგომარეობა.

ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის ინფექცია 610 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან 191 რეგიონში არსებულ ხუთ კოვიდ კლინიკაში მკურნალობს. დღევანდელი მონაცემებით რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 859 მოქალაქე.

რეგიონში ფუნქციონირებს 1 ჰიბრიდირებული საკარანტინე სივრცე (პალმბიჩში), სადაც კარანტინში იმყოფება – 15 მოქალაქე. დღეის მდგომარეობით, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში სულ ნიმუშის აღებაზე ჩართულია 54 სამედიცინო დაწესებულება. ვაქცინაცია კი 12 სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება.

Banner 1
წინა პოსტი

ექსკლუზივი: მამუკა წოწერია ზუგდიდის მერობის კანდიდატად დასახელდება

შემდეგი პოსტი

ქართველი მებრძოლი ამირან გოგოლაძე ოქტაგონზე ბრაზილიელ მეტოქეს, ჰენდესონ ფერეირას დაუპირისპირდება

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის ოპერატიული შტაბები შეიქმნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის ოპერატიული შტაბები შეიქმნა

ნიკა ტყემალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა წარუდგინა

ნიკა ტყემალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა წარუდგინა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ჩინეთის ელჩს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ჩინეთის ელჩს შეხვდა

დღის ამბები

ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იმედი“ ბულგარეთში გრან-პრი მოიპოვა

ენგური ატრაქციასა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ფოთმა პირველად პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

როგორი იქნება მესტიის ქორწინების სახლი [ფოტო]