წალენჯიხის მერი იავოროვის მერს იგორ გრაბოვსკის ესაუბრა

დღეს, 4 მარტს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა, რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე, ომის ფონზე დამეგობრებული ქალაქის, იავოროვის მერს იგორ გრაბოვსკის ესაუბრა.
განხილვის თემა გახლდათ წალენჯიხის მხრიდან უკრაინის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული მისიის, კონკრეტული საჭიროებების ორგანიზება. (პირველ რიგში ეს მედიკამენტები და ტექნიკური საშუალებებია) .
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მხრიდან მხარდამჭერი საოგანიზაციო კამპანიის წარმოებაზე კი გიორგი ხარჩილავა მოკლე დროში განცხადებას გააკეთებს.
მსგავსი სიახლეები

ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯაღირის მოსახლეობა დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას შეხვდა. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეს წალენჯიხის მერი აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრს ესტუმრა




