რუხს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ექნება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუხში, ახალი, 100 ბავშვზე გათვლილი ბაგა-ბაღის მშენებლობას იწყებს. პროექტის ღირებულება 4 მილიონამდე ლარია.
რუხის საბავშვო ბაღს აქამდე საკუთარი შენობა არ ჰქონია და სააღმზრდელო პროცესი ნაქირავებ ფართში მიმდინარეობს.
რუხის გარდა ახალი საბავშვო ბაღები ჭითაწყარში, დარჩელსა და შამგონაში აშენდება.




![ზუგდიდში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება [ფოტო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2020%2F02%2F%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%98.jpg&w=3840&q=75)

