stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა
STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2024 STV.GE. All rights reserved.

ბოლო ჩანაწერები

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

27 აგვისტო
Banner 1

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

139

ამბები სამეგრელოდან

1680

ამბები სვანეთიდან

103

არჩევნები

355

ახალი ამბები

4337

დღის ამბები

2673

დღის ფოტო

84

ეკონომიკა

133

ვიდეო ამბები

93

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

24

კულინარია

8

კულტურა

328

მთელი კვირა

1

მსოფლიო

134

პოლიტიკა

928

რეკლამა

697

საზოგადოება

229

სამართალი

185

სპორტი

240

სხვა ამბები

85

ფოტორეპორტაჟი

35

ყვითელი ამბები

12

წარმატების ისტორია

10

ჯანდაცვა

2

პანდემიის შემდეგ, ანაკლიაში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა

21.08.2022 / 21 აგვისტო 2022
პანდემიის შემდეგ, ანაკლიაში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა

პანდემიის შემდეგ, ანაკლიაში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა. 3 წლის შემდეგ ბანაკი პირველ ნაკადს მასპინძლობს.რაჭაში შაორის ახალგაზრდული ბანაკისა და ევროპული სკოლის იყალთოს საზაფხულო ბანაკის შემდეგ, ანაკლია არის მესამე ბანაკი, რომელიც ამ ზაფხულს გაიხსნა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

ანაკლიის ბანაკი ლიდერებისა და მონაწილეების მიერ მეგრულ და აფხაზურ მოტივებზე დადგმული ორიგინალური სანახაობითი ღონისძიებით გაიხსნა. მონაწილეებისვე შესრულებული „ხორუმი“ და „დაისი“ საერთო საბანაკე ფლეშმობში გადაიზარდა. საღამოს დასასრულს, ახალგაზრდების წინაშე ჯგუფი „+995“ წარსდგა.ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარებისთვის, ბანაკების მართვა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ ახალგზარდობის სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად განახლდა საბანაკე ინფრასტრუქტურა და ახალგაზრდებს კვლავ მიეცათ შესაძლებლობა, შეუერთდნენ საბანაკე ცხოვრებას.ბანაკში მონაწილეობენ 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდები საქართველოს ყველა რეგიონიდან. მათი შერჩევა მოხდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებით.

წელს, ბანაკები მასპინძლობენ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების შვილებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ ბავშვებს, ასევე რეგიონებიდან შემოქმედებითი და სპორტული უნარებით გამორჩეულ ახალგაზრდებს.

მნიშვნელოვანია, რომ საბანაკე პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები ხორციელდება არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით და მორგებულია ახალგაზრდების ინტერესებსა და საჭიროებებზე.ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდები გამართავენ: ინტერაქტიულ საგანმანათლებლო შეხვედრებს, კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებს, მოწვეულ სტუმრებთან არაფორმალურ გარემოში შეხვედრებს, სპორტულ ოლიმპიადასა და ტურნირებს.

აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავს ისეთი მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას, როგორიცაა: სოციალური ინტეგრაცია და ინკლუზია, ახალგაზრდებისათვის აქტიური დასვენების ხელმისაწვდომობა, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრების ხელშეწყობა, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, პატრიოტული ღირებულებების წახალისება.

პანდემიის შემდეგ, ანაკლიაში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა - image 2
პანდემიის შემდეგ, ანაკლიაში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა - image 3
Banner 1
წინა პოსტი

სენაკის კვების ცენტრის ბენეფიციარებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

შემდეგი პოსტი

წალენჯიხაში, ერთ-ერთი ყოფილი კოლმეურნეობის შენობაში განათლებისა და კულტურის ცენტრი მოეწყობა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ანაკლიაში წელსაც საზეიმოდ გაიხსნა ახალგაზრდული ბანაკი

ანაკლიაში წელსაც საზეიმოდ გაიხსნა ახალგაზრდული ბანაკი

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა

ანაკლიაში საზაფხულო ბანაკი გაიხსნა

ანაკლიაში საზაფხულო ბანაკი გაიხსნა

დღის ამბები

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც წავიდა

წითელი ჯვრის წარმომადგენლობა სახელმწიფო რწმუნებულს და რეგიონის მერებს შეხვდა

წალენჯიხაში მიმდინარე პროექტებს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

სამი და გარდაცვლილი იპოვეს სოფელ ალერტკარში