ქონიანი მჭადი

სიმინდის ფქვილს დაუმატეთ მარილი, შეურიეთ წვრილად დაჭრილი ღორის ქონი და თბილი წყლით მოზილეთ ფაფუკი ცომი. შემდეგ ღუმელში გაახიურეთ კეცი და გახურებულ კეცზე თანაბრად გაანაწილეთ ცომი. შედგით ღუმელში და 180 გრადუსზე გამოაცხვეთ 30-35 წთ.
ინგრედიენტები:
- 200 გრამი სიმინდის ფქვილი
- 50 გრამი ღორის მუცლის ქონი
- მარილი გემოვნებით
მომზადებულია „კოლხური ტაბლა“ მიხედვით

