გთავაზობთ მეგრული კერძის ლობიოს სუპის რეცეპტს. ლობიოს სუპი განსაკუთრებულად კარგია ცივ დღეებში, ჩვენი წინაპრები მას გაციების და სურდოს დროსაც იყენებდნენ. ლობიოს სუპი მდიდიარია ვიტამინებითა და ცილოვანი პროდუქტით.
ლობიოს სუპის მომზადების წესი:
გაარჩიეთ ლობიო, გარეცხეთ, დაასხით ოთხმაგი ოდენობის წყალი და მოხარშეთ. წვენი გადმოწყრეთ და შეინახეთ.
ღრმა ტაფაზე ან ქვაბში ძეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაამატეთ წითელი ცხარე წიწაკა, დაფნის ფოთოლი და ლობიოს ნახარში წვენი. შემდეგ დაამატეთ 1 სმ კუბებად დაჭრილი კარტოფილი. როცა კარტოფილი თითქმის მზად იქნება, დაუმატეთ ლობიოს მოხარშული მარცვლები. კარტობილის მოხარშვის შემდეგ მოაყარეთ დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, ნიახური, შაშკვლავი, გახეხილი ან წვრილად დაჭრილი ნიორი და მარილი გემოვნებით.
ინგრედიენტები:
- 100 გრამი ლობიო
- 250 გრამი კარტოფილი
- 50 გრამი წითელი ხახვი
- 1 ცალი დაფნის ფოთოლი
- 1 ცალი ცხარე წიწაკა
- 5 გრამი ქინძი
- 2,5 გრამი ნიახური
- 2,5 გრამი ოხრახუში
- 2,5 გრამი შაშკვლავი
- 40 გრამი ზეთი
- 1-2 კბილი ნიორი
- 0,5 ლიტრი ლობიოს ნახარში
- მარილი გემოვნებით
მომზადებულია „კოლხური ტაბლა“ მიხედვით
ამავე თემაზე:
გებჟალიას მომზადების წესი და კავშირი მზესთან
მეგრული ძირძი – მივიწყებული რეცეპტი
