გთავაზობთ მეგრული უძველესი კერძის ძირძის რეცეპტს
მაწონი მოათავსეთ თასში და დაუმატეთ აჯიკა, მარილი, ზაფრანა და დაღერღილი წიწაკა. მოურიეთ და დააგემოვნეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ ჭურჭელში. მოხარშეთ კვერცხი, გააცილეთ ნაჭუჭი, გაჭერით შუაზე და მოათავსეთ მიღებულ მასაში. გააჩერეთ 10-15 წუთი და კერძი მზადაა.
ინგრედიენტები:
400 მლ. ცხიმიანი მაწონი
6 ცალი კვერცხი
5-7 გრამი მეგრული აჯიკა
დაღერღილი წიწაკა გემოვნებით
მარილი გემოვნებით
ყვითელი ყვავილი
აჯიკის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველის პიტნიანი სუნელი.
მომზადებულია „კოლხური ტაბლა“ მიხედვით
ამავე თემაზე:
გებჟალიას მომზადების წესი და კავშირი მზესთან
