რაჭაში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. დაკარგულებს რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში და მდინარის კუნძულოვან მონაკვეთებზე, მძიმე ტექნიკის დახმარებით, კვლავ ეძებენ. დღეის მონაცემებით, დაკარგულია 4 მოქალაქე, ნაპოვნია 29 ადამიანის ცხედარი.
„საძიებო სამუშაოების პერიმეტრი ამბროლაურამდე არის გაზრდილი. 29 დაკარგული მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. 4 დაკარგულ მოქალაქეზე გრძელდება საძიებო სამუშაოები. ამოსვენებული 29 მოქალაქიდან 27 უკვე იდენტიფიცირებულია. პერიოდულად მიმდინარეობს მონიტორინგი მთებზე, მწვერვალებზე“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პაპუნა მარგველიძემ.
რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.
![პატრიარქის ქადაგება ვლაქერნობაზე [სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F07%2Fimg_5190-1784152507417.jpeg&w=3840&q=75)





