ხობში, წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვეს

დღეს, ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია, ადგილობრივი თვითმმართველობის და სპორტის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მსოფლიოს, ევროპის, საქართველოს პირველობების ჩემპიონები და პრიზიორები, მწვრთნელები სპორტის სფეროში მიღწეული წარმატებებისა და ხობის მუნიციპალიტეტის წარმოჩენისთვის ფასიანი საჩუქრებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.
მიმდინარე წელს, “ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარებისა მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში, წარმატებულ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს მიღწეული შედეგების შესაბამისად ფულადი თანხა პირად ანგარიშზე ერიცხებოდათ.
მსგავსი სიახლეები

ხობში, ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს

დათო კოდუა: ზუგდიდი ხიდია ოკუპირებულ აფხაზეთთან, ეს მისია ჩვენ გვერგო და ეს მუნიციპალიტეტი უნდა იყოს ყველასგან განსხვავებული, წარმატებული და განვითარებული




