სოხუმში თევზსაჭერ გემზე 10 520 სიგარეტი ამოიღეს

სოხუმის პორტში ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თანამშრომლებმა 10 ათას ერთეულზე მეტი „არადეკლარირებული„ თამბაქოს ნაწარმი ამოიღეს. 2023 წლის 29 დეკემბერს, თევზმჭერი გემის „ხოპულუ ოსმანი“ შემოწმებისას ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თანამშრომლებმა 10 520 „არადეკლარირებული“ სიგარეტი (526 შეკვრა) აღმოაჩინეს. თამბაქოს ნაწარმი ამოღებულია. სამართალდარღვევის ფაქტზე აღძრულია საქმე.
მსგავსი სიახლეები

აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა




