მართლმადიდებელი სამყარო დღეს ნათლისღებას აღნიშნავს

დღეს, 19 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას ზეიმობს.
დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა ჩატარდება. წირვის დასრულებამდე კი დიდ აიაზმაში, წყალკურთხევის რიტუალი შესრულდება. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დღემდე სრულდება მდინარეში მონათვლის უძველესი რიტუალიც.
ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. ის მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლობას უკავშირდება. ამ დღიდან იღებს სათავეს პირველი საეკლესიო საიდუმლო, ნათლობის წესი. ნათლისღებას ღვთის გამოცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ.






