ორსანტიასა და რიყის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ამბულატორიები გაიხნა

ზუგდიდში, ორსანტიასა და რიყის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ამბულატორიები გაიხნა.
ამბულატორიები, გაეროს განვითარების პროგრამის სახელით, EU4Dialogue პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით რეაბილიტირდა და ავეჯით აღიჭურვა.
გახსნის ღონისძიებას ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, გაეროსა და ევროკავშირის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდში ა(ა)იპ ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ 5 ახალ ამბულატორიას აშენებს და სამი ამბულატორიის რეაბილიტაციას ახორციელებს.
მსგავსი სიახლეები

ჩხოროწყუს მერია: თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისგან დილიდან ინტენსიურად იწმინდება ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზები

დავით კოდუამ ორსანტიისა და ურთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის ახალი წარმომადგენლები დანიშნა




