გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანია „იმედის“ ვებ-გვერდი ჰაკერული ჯგუფების ხელშია, სიმართლეს არ შეესაბამება

სოციალურ ქსელში სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანია „იმედის“ ვებ-გვერდი ჰაკერული დაჯგუფების ხელშია, სიმართლეს არ შეესაბამება.
ბოლო დღეების განმავლობაში ტელეკომპანია „იმედის“ ვებ-გვერდზე სისტემატურად არის ხარვეზის შექმნის მცდელობა, თუმცა ამ ეტაპზე „იმედის” ყველა პლატფორმა ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.
მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, გადაამოწმონ ინფორმაციის ავთენტურობა, რათა არ გავრცელდეს დეზინფორმაცია და არ მოხდეს ტელეკომპანია „იმედის“ დისკრედიტაციის მცდელობა.
ვიმედოვნებთ, რომ ფაქტ-ჩეკერს, რომელიც საქართველოში ოპერირებს „მეტას” ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში, ამ დეზინფორმაციაზე შესაბამისი რეაგირება ექნება.
მსგავსი სიახლეები

,,ენგურჰესი”: ცალკეულმა მედიასაშუალებებმა და ინტერნეტგვერდებმა გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს ღვარცოფმა ენგურჰესი დააზიანა, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება

ინფორმაცია თითქოს მერიის მიერ ჩაბარებულ კორპუსს არ გააჩნია საკანალიზაციო ქსელი სიცრუეა




