ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების აგიტატორებს ხელფასს არ აძლევენ სიცრუეა

ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის ზურა ღერკენაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადება, რომ თითქოს ზუგდიდის ,,ქართული ოცნების“ ოფისში აგიტატორებს ხელფასს არ ურიგებენ სიცრუეა.
,,ქართულ ოცნების“ ადგილობრივ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ხელფასებთან დაკავშირებით აგიტატორებს პრობლემა არ შექმნიათ.
,,არანაირი პრობლემა არ არის, ყველა აგიტატორი, იღებს კუთვნილ ანაზღაურებას, აგიტატორები ზონების მიხედვით საათობრივად არიან დაბარებულები, რომ რიგები არ შეიქმნას, თუმცა დილით ბევრი ადამიანი ერთდროულად მოვიდა და რიგში მოუწიათ დგომა. ეს ჩვეულებრივი პროცესია. ვურჩევთ არჩევნებში დამარცხებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს სიცრუეს ნუ ავრცელებენ“ – აცხადებენ ქართული ოცნების ზუგდიდის ორგანიზაციაში.
მსგავსი სიახლეები

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: აგენტურული ოპოზიცია როდესაც ისევ აშშ-ს სთავაზობს საკუთარ „მომსახურებას“ მათი გაცხადებული პოლიტიკის მიუხედავად, რომ არ ჩაერევიან უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში - ჩვენთვის დამატებით კითხვის ნიშნებს ბადებს

სალომე ზურაბიშვილი – დღეს საუბრობენ, რომ ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ არ ახსოვთ, რომ ლავროვს ქართულად ველაპარაკე




