ანაკლია-განმუხურში საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი გაიხსნა. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ანაკლიაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
მათ შორის, მინი-ფეხბურთი, ქუჩის კალათბურთი , ჭიდაობა,მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი, ქვიშის ფრენბურთი ფერების ფესტივალი, დრამერების მსვლელობა.
სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს აკვაპარკმა,,ანაკლიამ”უფასო აბონიმენტი გადასცა.
ღონისძიებების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია მოადგილეებთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან გრეტა წიწავასთან და პარტია ” ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს სტუმრებს ჩართულობისთვის და როგორც ადგილობრივ ვიზიტორებს, ასევე ტურისტებს მოუწოდეს, გაატარონ საზაფხულო სეზონი ანაკლია-განმუხურში.
ღონისძიებები ჯგუფი „რეგიონის“ გალა კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდა.
ღონისძიება ზუგდიდის მერიის ორგანიზებით გაიმართება.
მხარდამჭერები:
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო
აკვაპარკი ანაკლია
შპს “Anaklia-Ganmukhuri Resort”
![ტელეკომპანია იმედს ახალი მფლობელი ჰყავს [ირაკლი რუხაძის განცხადება სრულად]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2026%2F02%2Fimg_7512-1770393626909.jpeg&w=3840&q=75)





